- ჲ
- ასო ესე არა სადა იხმარების თავად ლექსთა, გარნა უმეცარნი ზოგჯერმე ჰსწერენ უკანონოდ: ჲნდო, ჲროელი ნაცულად ინდო, იროელი, ანუ ჰინდო, ჰიროელი და სხ.ხოლო იხმარების ბოლოდ სახელთა და ნაცვალსახელთა, დაბოლოვებულთა ხმოვანთა ზედა ასოთა, კიდეგან ი და ჳ. მაგალითად: არსებაჲ, ვინაჲ, რაჲ, მზეჲ, ოქროჲ, კუჲ, რუჲ. ამგუარად დართუაჲ ასოჲსა ჲ ბოლოდ სახელთა იხმარების უფრორე შემასმენელობითსა შინა ბრუნვასა და იგიცა მაშინ, რაჟამს სახელი იგი არს დასასრულსა სიტყჳსასა. მაგალითად, არა აქუს სიტყუაჲ, ზრუნუაჲ. ხოლო თავსა ითქმის სიტყუა არა აქუს. უხამს იქნების ესრეთ: ზრუნუაჲ არა აქუს და სხ.სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა, მდაბიურად დაერთვის ვი ნაცულად ჲ, ვითარ კუვი, რუვი, ბუვი, ბუვი, გლუვი, ტლუვი, ქსუვი, ცრუვი და სხ.ზოგჯერმე ჲ იხმარების შერთულად წინამავალი ხმოვანისა, ანუ მოკლედ, ვითა რუსული й. ესრეთ, რომელ არა შეადგენს მარცვალსა. იხილე ვეფხისტ. ლექსნი 340: ვაჲ˘მე მას აქეთ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა და 342: თქვა: ჩემგან მისი ხსენება, ვაჲ˘მე რა დიდი ზარია; კუალად 522, 1284 და სხ. ხოლო ვიეთნიმე გამოსთქმენ ვამე, არამედ უმჯობეს არს დაესმოდეს ნიშანი მოკლისა ˘.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.